-
2020-03-11 11:42
ეზუგბაიას განმარტებით, პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მხოლოდ ერთი ადამიანის ვირუსული ინფექცია მიმდინარეობს შედარებით რთულ ფორმაში, თუმცა კლინიკის სამედიცინო ხელმძღვანელის თქმით, მას არ აღენიშნება არც გართულება და არც გაუმჯობესება.
ეზუგბაიამ ასევე ისაუბრა იმ პაციენტებზე, რომლებსაც პნევმონია აქვთ და აღნიშნა, რომ სამ პაციენტს კიდევ ერთი დაემატა, თუმცა მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა კლინიკურად გართულებული არ არის.
მარინა ეზუგბაიას განცხადებით, მცირეწლოვანი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.]
ამ დროისათვის ახალი კორონავირუსით სულ 23 ადამიანია დაინფიცირებული.