
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, კორონავირუსმა "მსოფლიო
დააბრმავა".
ტრამპის თქმით, მისი ადმინისტრაცია შეხვედრას გამართავს კონგრესთან, რომელზეც კორონავირუსის გავლენის
შესამცირებლად, მოქალაქეებისთვის გადასახადების შემცირების თაობაზე იმსჯელებენ.
”ჩვენ ძალიან მძლავრი ეკონომიკა გვაქვს, მაგრამ ეს მოვიდა - მან მსოფლიო დააბრმავა, მაგრამ ვფიქრობ,
რომ ჩვენ ძალიან,ძალიან კარგად ვუმკლავდებით", - განაცხადა ტრამპმა პრესკონფერენციაზე.