
ახალ კორონავირუსზე ტესტებს თბილისის გარდა, ქუთაისსა და ბათუმშიც ჩაატარებენ.
აჭარასა და იმერეთში განთავსებული ლუგარის ცენტრის ზონალურ-დიაგნოსტიკური ლაბორატორიები
ტესტირების ჩატარებას უახლოეს მომავალში დაიწყებენ.
ცნობისთვის, ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით სავარაუდო შემთხვევებზე ტესტებს აქამდე მხოლოდ
თბილისში არსებული ლუგარის ლაბორატორია ატარებდა.
ამ დროისთვის, საქართველოს მასშტაბით კორონავირუსის მხოლოდ 15 შემთხვევაა დაფიქსირებული.