
კორონავირუსის გამო, ისრაელური ავიაკომპანიები საერთაშორისო ავიარეისებს დროებით წყვეტენ.
როგორც avianews იუწყება, მათ შორის არიან ავიაკომპანიები: Israir Airlines-ი, Arkia და El-Al-ი,
რომლებიც საქართველოს ავიაბაზარზეც ოპერირებდნენ.
Israir Airlines-ი თელ-ავივიდან რეისებს თბილისისა და ბათუმის მიმართულებით ასრულებდა.
ავიაკომპანია Arkia თელ- ავივიდან ბათუმის მიმართულებით კვირაში 1 სიხშირით ოპერირებდა.
Avianews-ის ინფორმაციითვე, ქართული მხარის მიერ უკვე დადასტურებულია, რომ საქართველოს
მიმართულებით, მარტში დაგეგმილი ავიარეისები გააუქმა El-Al-მაც.