
გაეროში საქართველოს ყოფილი ელჩი, პარლამენტის ყოფილი წევრი რეზო ადამია გარდაიცვალა.
ინფორმაციას „პირველი რადიო“ აქვეყნებს. გამოცემის ინფორმაციით, პარლამენტის ყოფილი წევრის, რეზო ადამიას გარდაცვალების მიზეზი ავთვისებიანი სიმსივნე გახდა. ის მკურნალობის კურსს ავსტრიაში გადიოდა.