
უკრაინელი მეზღვაურები არ აპირებენ, რუსეთის შავი ზღვის ფლოტის მეთაურის ულტიმატუმი გაითვალისწინონ და დანებდნენ. ამის შესახებ უკრაინულ მედიასაშუალებებს თავად მეზღვაურებმა აცნობეს.
კერძოდ, 2014 წლის სამ მარტს, დაახლოებით ორი საათის წინ, მიჩმანი ევგენი ტუმენკო უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების კუთვნილი „ჩერნიგოვიდან“BSNews-ის რედაქციას დაუკავშირდა და აცნობა:
უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების კუთვნილი ხომალდების ჯგუფი, რომელიც ნოვოოზერნოეს (დონუზლავი) ტერიტორიაზე იმყოფებიან და რომელშიც შედიან დიდი სადესანტო ხომალდი „კონსტანტინე ოლშანსკი“, საშუალო სადესანტო ხომალდი „კიროვოგრადი“, ასევე „ჩერკასი“ და „ჩერნიგოვი“, უარს ამბობს იმ ულტიმატუმის შესრულებაზე, რომელიც პირადად მათ რუსეთის ფედერაციის შავი ზღვის ფლოტის მეთაურმა ვიტკომ და უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების ყოფილმა მეთაურმა ბერეზოვსკიმ წაუყენეს.
„მინდა, ყველამ გაიგოს, რომ ჩვენ ფიცის ერთგული ვრჩებით, არც დანებებას ვაპირებთ და არც უკრაინის დროშას დავუშვებთ“, - განაცხადა ევგენი ტუმენკომ.
ფოტოზე: უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების დიდი სადესანტო ხომალდი „კონსტანტინე ოლშანსკი“