
“ტემპერატურის მატების გარდა აქვს ყელის ტკივილი და მნიშვნელოვანი სისუსტე. მთელი რიგი
გამოკვლევები უკვე ჩატარდა. ამჟამად პაციენტის მდგომარეობა ისეთია რომ მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
მინდა იცოდეთ ყველამ, იცით უკვე რომ ამ დაავადებას ახასიათებს, ასეთი ვერაგობა. თუ გრიპი იწყება მძიმედ,
ამ დაავადების დროს საკმაოდ ხშირია მსუბუქი დასაწყისი, პირველი კვირის მანძილზე დამძიმება. საჭიროებს
დაკვირვებას რომ მდგომარეობა არ დამძიმდეს”-ამის შესახებ, ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური
იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებთან
საუბრისას განაცხადა.
შეგახსენებთ რომ, დღეს, საქართველოში, ახალი კორონავირუსის მეოთხე შემთხვევა დაფიქსირდა