
"რუსი სამხედროები ყირიმში დგანან ნიღბებითა და განმასხვავებელი ნიშნების გარეშე. მათ ეშინიათ სახეების ჩვენების, რადგან ისინი დამპყრობლები არიან!“, -
ეს და სხვა მსგავსი შინაარსის სუბტიტრები ადევს კლიპს, რომელიც ინტერნეტში ახლახან გავრცელდა.
კლიპი, რომელიც ოკუპანტთა დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდებს, ვიდეოპორტალებზე განთავსდა და პოპულარულია ინტერნეტმომხმარებლებს შორის.