
რამდენიმე წუთის წინ, ბათუმში, ტელეკომპანია ,,აჭარის“ წინ მამაკაცი დაჭრეს. თვითმხილველთა ცნობით, ორი მამაკაცი ქუჩაში ერთმანეთს ესაუბრებოდა, რაც კონფლიქტში გადაიზარდა და ერთმა მეორე დანით დაჭრა.
დაზარალებულს დანით მრავლობითი ჭრილობა აქვს მიყენებული.
საპატრულო პოლიცია ადგილზე 10 წუთში მივიდა, დამნაშავემ მიმალვა მოასწრო, თუმცა შემთხვევის ადგილზე დანა და ქუდი დააგდო.
ინფორმაციას ,,ბათუმინიუსი“ ავრცელებს.