
დაახლოებით 30 წუთის წინ თბილისში, ქუთაისის ქუჩაზე საქალაქო სამარშრუტო ტაქსის მძღოლი დაჭრეს. ამის შესახებ „რადიო აფხაზეთის ხმას“ თვითმხილველმა შეატყობინა.
შემთხვევა ქუთაისის 21-თან მოხდა. ტაქსის მძღოლს, სავარაუდოდ, ჭრილობა დანით მიაყენეს, ის საავადმყოფოშია გადაყვანილი და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
შემთხვევის ადგილი შემოსაზღვრულია და იქ პოლიციისა და კრიმინალისტიკური სამსახურის თანამშრომლები მუშაობენ. წინასწარი ინფორმაციით, პირი, ვინც მძღოლს დანით ჭრილობა მიაყენა, დაკავებულია.
ჯერჯერობით უცნობია ინციდენტის დამატებითი დეტალები. ინფორმაციას მიღებისთანავე გამოვაქვეყნებთ.