-
2014-03-03 14:03
ომი უკრაინასა და რუსეთს შორის გადაიზრდება მესამე მსოფლიო ომში -ამის შესახებ უკრაინის პირველმა პრეზიდენტმა ლეონიდ კრავჩუკმა განაცხადა.
„უკრაინასა და რუსეთს შორის ომი გარდაუვლად გადაიზრდება მესამე მსოფლიო ომში. მაგრამ პუტინს ელოდება მოსკოვის ნიუნბერგის პროცესი, თუ ის დაიწყებს ომს უკრაინასთან“ - განაცხადა უკრაინის პირველმა პრეზიდენტმა, ლეონიდ კრავჩუკმა.
მისი თქმით, ყველაზე საშინელება, რაც შეიძლება წარმოიდგინო - არის ომი რუსეთსა და უკრაინას შორის.
გუშინ კრავჩუკი აცხადებდა, რომ ასაკის მიუხედავად, რუსეთის მხიდან ოკუპაციის დაწყების შემთხვევაში იარაღს აისხამს და იბრძოლებს.
„მე, 80 წლის ვარ, მაგრამ ავისხამ იარაღს და დავიცავ ჩემს მიწას. ყველა მოქალაქე დაიცავს საკუთარ ტერიტორიას როგორც საკუთარ სახლს", - განაცხადა კრავჩუკმა.