
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი გერმანიის კანცერის წინადადებას, ყირიმის საკითხთან დაკავშირებით, დაეთანხმა. ანგელა მერკელის ინიციატივით, ყირიმის საკითხზე საერთაშორისო მისია უნდა შეიქმნას.
ამის შესახებ ინფორმაციას „ტვიტერში“ გერმანიის კანცლერის პრესმდივანი, შტეფან ზიბერტი ავრცელებს.
„ვლადიმერ პუტინმა ანგელა მერკელის წინადადება მიიღო, რაც საერთაშორისო მისიის ფორმირებას გულისხმობს“, - წერს ზიბერტი.
მისია, რომლის შექმნაზეც არის საუბარი, მომხდარი ფაქტების დადგენასა და უკრაინის კრიზისის დასარეგულირებლად პოლიტიკური დიალოგის დაწყებას გულისხმობს. ორი ქვეყნის ლიდერების სატელეფონო საუბარი გუშინ შედგა.