
3 მარტს, მთელი ღამის განმავლობაში უკრაინაში შეიმჩნეოდა ჯავშანტექნიკის გადაადგილება ყირიმის ადმინიატრაციული საზღვრის მიმართულებით.
ჯავშანტექნიკის გადაადგილების კადრები ნიკოლაევოში უკრაინელმა ბლოგერებმა გადაიღეს და გამოაქვეყნეს. მათზე, ძირითადად, БМП-2–ებია გადაღებული.
ამავე დროს, არმიის საბრძოლო მზადყოფნის შემოწმება დაიწყო პოლონეთმა. უკრაინელი სამხედრო ბლოგერების მიერ გადაღებულ ვიდეოში ჩანს, რომ პოლონეთის სარკინიგზო სადგურზე, ლემბორკში რამდენიმე ათეული ჯავშანტექნიკაა.
გავრცელებული ინფორმაციით, ასეთივე სურათია სხვა ქალაქებშიც. პოლონელი ბლოგერები უკვე აქტიურად წერენ, რომ პოლონეთი მზადაა, საჭიროების შემთხვევაში მოძმე უკრაინელებს სამხედრო დახმარება გაუწიოს.