"21 წლის სტუდენტს, როცა თანხა თაღლითურად ჩამომაჭრეს, არც ბანკიდან და არც შსს-დან არანაირი რეაგირება არ მოჰყვა:"-საბანკო ბარათებიდან თანხის თაღლითურად მოხსნის მეთოდები სწრაფად „იხვეწება“

Image

გადაცემა „სარჩევი“ რიგით პირველი სტუმრით წარსდგა მსმენელისა და მაყურებლის წინაშე. 

 

 

 

 

19 თებერვლის გადაცემა ერთ-ერთ გავრცელებულ პრობლემას-საბანკო ანგარიშებიდან თანხის თაღლითურად

 

ჩამოჭრას შეეხო. 

 

 

 

სამწუხარო რეალობაა, რომ საბანკო ბარათების მონაცემებზე წვდომის მეთოდები სულ უფრო „იხვეწება“. ადამიანები, 

 

რომლებიც თვის ბოლოს თავიანთი შრომის საფასურს იღებენ , ზოგ შემთხვევაში გაურკვევლად ქრება. 

 

გადაცემა "სარჩევის" სტუმარიც ის ერთ-ერთი დაზარალებულია, რომელმაც შრომის საფასურის დახარჯვა ვერ მოასწრო

 

და ის თაღლითურად მიითვისეს. (გადაცემაში მეორე მხარე (ბანკის წარმომადგენელი ) არ იყო, თუმცა წამყვანმა 

მათი პოზიციის დაცვა შეძლო. გადაცემაში დაზარალებულმა , ლევან მაჩიტიძემ , რომელსავ კონკრეტული

ბანკის ანგარიშიდან თანხა გაუქრა აღნიშნული დეტალურად გაიხსენა: " ეს ყველაფერი ახალი წლის წინა დღეებში მოხდა,

დავამთავრე სამუშაო დღე და მალევე შევნიშნე, რომ ანგარიშზე არსებული თანხა მთლიანად იყო გატანილი ერთ-ერთი ონლაინ კაზინოს 

ანგარიშზე, ძალიან გამიკვირდა, დავრეკე 112 ში , მალევე დამირეკა პოლიციამ , მითხრეს, რომ მათთან უნდა მივსულიყავი, 

ან საქმე აღმეძრა ან განცხადება უნდა დამეწერა, საქმე არ აღვძარი პირველი იმიტომ რომ ახალი წლის დღეებში არავის დაჭერა 

არ გამიხარდებოდა , მოერე იმიტომ რომ ეს პროცესი ვიცი, ძალიან გრძელვადიანია, ასევე შეიძლებოდა ჩემი ახლობელიც კი 

აღმჩენილიყო... მითხრეს ასევე , რომ თუ დაზღვევა არ მქონდა ისინი ვერ დამეხმარებოდნენ, თუმცა მე პირადად 

ძალიან ბევრი შემთხვევა ვიცი, როცა დაზღვეული აქვთ ბარათი, თანხა მაინც არ აუნაზღაურდათ....მელევე 

ინტერნეტში გადავაწყდი ადამიანის პოსტს, რომელშიც ეწერა, რომ დაკარგულ თანხას "თიბისი"ბანკი აუნაზღაურებდა, 

მიუხედავად იმისა, რომ მას დაზღვეული არ ჰქონდა, ამ დროს უსამართლობის შეგრძნება დამეუფლა, მივწერე 

"თობისი" ბანკს და მადლობა გადავუხადე, რომ გვერდში დამიდექიტთქო, დამირეკეს მეორე დღეს და მეუბნებიან 

რომ აღნიშნულ საქმეზე( ვისაც თანხა აუნაზღაურეს) კონფიდენციალური ინფორმაცია არსებობდა და ვერ ვერ მეტყოდნენ .

ეს ჩემთვის არაადეკვატური პასუხი იყო.ამ დროს მაინტერესებს, რა უნდა ვიფიქრო უბრალო მოქალაქემ. ამ ფაქტს ლო

გიკური ახსნა ვერ მოვუძებნე. და მე 21 წლის სტუდენტი, რომელმაც თანხა დავკარგე , არანაირი რეაგირება არ მოჰყვა... 

არ მინდა, ვინმემ იფიქროს, რომ დავიბოღმე, უბრალოდ უსამართლობის შეგრძნება მაქვს . ჩვენ ყველას ვერ ავუნაზღაურებთ და 

ყველა გამქრალ თანხაზეპასუხისმგებლობას ვერ ავიღებთო. ძალიან იმედგაცრუებული ვარ. ბანკმა ბოლოს 

მითხრა, რომ აღნიშნული ტოტალიზატორის ანგარიშზე ადრე 10 ლარი იყო ჩარიცხული, ეს სიმართლეა, ადრეც 

ჩამომეჭრა, უბრალოდ მასზე რეაგირება არ მოვახდინე და ეს ჩემი ბრალია..

შინაგან საქმეთა სამინისტოში მითხრეს, რომ ფაქტის გარკვევას შეეცდებოდნენ, ჯერჯერობით ახალი მათგან არაფერია.

"-ამბობს დაზარალებული.

 

"მაქსიმალურად ეცადეთ, თქვენი ხმა ყველგან მიაწვდინოთ , რათა იძულებული გახდეს ყველა საჭირო ორგანო ,

თავს დაცულად გრძნობდეთ_-აღნიშნა 

ბოლო სტუმარმა . 

 

 

 

 

 

 

 

 

გადაცემას სატელეფონო ხაზით ჩაერთო არასამთავრობო ორგანიზაცია"საზოგადოება და ბანკების" დამფუძნებელი გიორგი

 კეპულაძე, რომელმაც საინტერესო რეკომენდაციები მოგვცა და ამასთან  ისაუბრა იმ საფრთხეებზე, რომელთა წინაშეც ამ 

 საკითხთან დაკავშირებით საზოგადოება დგას. 

 :"არსებობს ასეთი ინგლისური ტერმინი"ფიშინგი" (FISHING) , რომელიც ითარგმნება, როგორც თევზაობა. ეს ტერმინი 

 ძირიდადად გამოიყენება ისეთი მოქმედების აღსანიშნად, როცა ჩვენი, ადამიანების, მონაცემების უკანონოდ დაუფლებით 

 ხდება ჩვენივე  ანგარიშებიდან თანხის მოპარვა. დღესდღეობით საბანკო აქტივობის 95% გადასულია ინტერნეტსა და 

 მობილურ ტელეფონებში, საფრთხე, რა თქმა უნდა , იზრდება,თაღლითებს უკვე შესაძლებლობა აქვთ ჩვენი თანხა არა 

 ბანკის გაძარცვით, არამედ ჩვენივე ანგარიშის მეშვეობით მიიტაცონ. ამიტომ საკითხავია, როგორ დავიცვათ ჩვენი

 ანგარიშები. 

 

არსებობს კონკრეტული რჩევები, რომლებიც უნდა გაითვალისწინოს საზოგადოებამ, რათა არ დაზარალდნენ:

 აღსანშნავია, რომ ჩვენი ანგარიშების შესახებ ინფორმაცია კომერციული საიდუმლოებაა, შესაბამისად ამის 

 გაცემის უფლება კომერციულ ბანკსაც არ აქვს, თავად ბარათზე არის კოდი ამოტვიფრული, სახელი, გვარი 

 და ასე შემდეგ. ხშირად ხდება მაგალითად რესტორანში, ან ბენზინ გასამათ სადგურში ჩვენ ვაწვდით 

 ბარათს იქაურ თანამშრომელსდა ისე ვახდენთ თანხის გადაცემას. ეს არ უნდა გავაკეთოთ, რა თქმა უნდა , ყველა შემთხვევას არ ვგულისხმობ, 

 მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ვინმეს სურს ჩვენი პირადი მონაცემების მოპოვება ეს ამ გზით შესაძლებელია. ამიტომ 

 უნდა გვქონდეს ორმაგი დაცვა, მაგალითად: სმს სერვისი, რადგან თუ ვინმე თქვენივე ანგარიშით რაიმეს 

 შეძენას ან გადარიცხვას თაღლითურად გადაწყვეტს, ბარათი ტელეფონზე მოსული კოდის ჩაწერას სთხოვოს, რასაც, 

 ბუნებრივია, ვერ მოახრეხებს, რადგან ის თქვენს მობილურზეა მოსული. მსგავსი მექანიზმის ჩართვა ბანკში 

 ძალიან მარტივია. 

 

ასევე არ უნდა გავცეთ ინფორმაცია ინტერნე ბანკის პაროლების შესახებ. 

 რა თქმა უნდა, ბანკს აქვს ვალდებულება მაქსიმალურად დაიცვას ჩვენი ანგარიშები ჰაკერული

 თავდასხმებისგან, თუმცა თუ ჩვენ თვითონ არ ვიქნებით მობილიზებულები თაღლითები აუცილებლად 

 მოახერხებენ ჩვენს გაძარცვას. 

 როგორც გიორგი ამბობს, ამ თანხების გადარიცხვა ძირითადად ინტერნეტ ტოტალიზატორებში ხდება, განსაკუთრებით 

 ეს მაშინ ადვილდება, თუ თქვენივე ანგარიში ტოტალიზატორებთან გაქვთ მიბმული, რაც მოთამაშეებს საქმეს 

 უმარტივებს. უნდა იცოდეთ, რომ პარალელურად მარტივდება თაღლითების საქმეც და მათ უადვილდებათ

 წვდომა და შემდეგ ტოტალიზატორის ანგარიშებზე გადარიცხვა. 

 

 

 

ამას გარდა, მომხმარებელი ყურადღებით უნდა იყოს ელექტრონულად რაიმე ნივთის შეძენის დროს, რათა 

 არ გახდეს თაღლითური სქემის მსხვერპლი, ძირითადად ესენი არიან კლონირებული გვერდები , რის გაკეთებასაც 

 ხშირ შემთხვევაში ჰაკერები აკეთებენ. 

 

საინტერესოა, რა შემთხვევაში გვინაზღაურებს ბანკი დაკარგულ თანხას?

 ბანკმა მსგავს შემთხვევებში გარკვეული თანსა, შესაძლოა, აგვინაზღაუროს, თუმცა იმისათვის , რომ სამომა

 ვლოდ ვიყოთ დაზღვეულები, თავად უნდა ვიცოდეთ, როგორ დავიცვათ საკუთარი ანგარიშები."გიორგი კეპულაძე.

 

 

 
 
 
თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !