
ნატოს საბჭო, რომელიც კვირას ბრიუსელში, ელჩების დონეზე შეიკრიბა, რუსეთის სამხედრო ქმედებებს საერთაშორისო კანონმდებლობის დარღვევად მიიჩნევს და მოუწოდებს, ყველაფერი იღონოს დეესკალაციისთვის.
ნატოს საბჭოს დასრულების შემდეგ ალიანსის გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა განაცხადა, რომ რუსეთმა უნდა გაიყვანოს ჯარი ყირიმიდან და ბაზებში დააბრუნოს. რასმუსენმა ორივე მხარეს დიალოგისკენ მოუწოდა.
ნატოს გენმდივნის განცხადებით, საბჭომ გადაწყვიტა, ორივე მხარეს შესთავაზოს დამკვირვებელთა გაგზავნა დაძაბულობის მაღალი რისკის რეგიონში, რომლებიც იქ გაეროს ან ეუთოს სახელით იქნებიან წარმოდგენილი.