
რეჟისორი ემირ კუსტურიცა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს აფასებს და წერს, რომ არ სჯერა მაიდნელთა უანგარო თავდადების.
„მაიდანზე დგას ხალხი, რომელსაც გულწრფელად სჯერა, რომ ევროპაში ისინი 1000 ევროს მიიღებენ, მათ შორის ნაცისტებიც არიან.
მე ვხედავდი, როგორ აღნიშნავდა ერთი ნაცისტი მეორე ნაცისტის გარდაცვალების წლისთავს. ნუ მეტყვით, რომ მაიდნელებს უკრაინისთვის რაღაც კარგი მოაქვთ. დღეს, გაყოფილი იუგოსლავიის ცალკეულ ყოფილ რესპუბლიკებში ადამიანები თბილად იხსენებენ წარსულს.
და ყველა ამბობს, რომ მაშინ ბევრად უკეთ ცხოვრობდნენ, ვიდრე ახლა. მათ ეკითხებიან: „ეს როგორ? თქვენ ხომ ახლა ევროპაში ხართ?“. ისინი კი პასუხობენ: „არ ვიცით, როგორ, მაგრამ ფაქტია, რომ მაშინ უკეთ ვცხოვრობდით“, - წერს ცნობილი რეჟისორი.