რუსი სამხედროები, რომლებიც უკრაინის შეიარაღებული ძალების ნაწილებთან მორიგეობენ, იმ მოქალაქეების გამოჩენისას, რომლებიც მათ გადაღებას ცდილობენ, სახეებს იფარავენ.
უკრაინის მოქალაქემ "იუთუბზე" კერძო ვიდეო ატვირთა, სადაც ის თავად იღებს ტელეფონით რუს სამხედროებს და თან მათ ესაუბრება. რუსი სამხედროები კომუნიკაბელურობით არ გამოირჩევიან, ხოლო ერთ-ერთი ჯარისკაცი, შეკითხვაზე: "ვინ გაძლევთ საკვებს, უკრაინელები თუ რუსები?" პასუხობს: "თვითონ ვიკვებებით".