
აშშ-ს, საფრანგეთის და კანადის შემდეგ რვიანის სამიტს ბოიკოტს დიდი ბრიტანეთიც უცხადებს, ამის შესახებ ქვეყნის საგარეო უწყებამ განცხადება უკვე გააკეთა.
ქვეყნების საგარეო უწყებებმა უკრაინაში რუსეთის აგრესიული ქმედებების გამო სამიტს, რომელიც სოჭში ზაფხულში უნდა გაიმართოს პროტესტი გამოუცხადეს.
როგორც დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, უილიამ ჰეიგმა განაცხადა, სამიტის ბოიკოტირებით დიდი ბრიტანეთი აპროტესტებს რუსეთის აგრესიულ ქმედებებს, რაც ლახავს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიული მთლიანობას.