-
2014-03-02 18:13
გერმანელმა ქიმიკოსებმა შეძლეს მსოფლიოში ყველაზე იდუმალი დელიკატესის აღმოჩენა - უძველესი ჩინური ყველი. მიუხედავად ამისა, მისი შემადგენლობის ძირითადი ინგრედიენტები ჯერჯერობით ამოუცნობია - „დელიკატესი“ 3,5 ათასი წლის განმავლობაში სარკოფაგში მუმიასთან ერთად ინახებოდა.
სარკოფაგი ჩინეთის უდაბნო ტაკლა-მაკანში 1930 წელს აღმოაჩინეს, რამდენიმე ათეული წლის მანძილზე კი მუმია ადგილობრივ მუზეუმში ინახებოდა. 1978 წელს ერთ-ერთმა მკვლევარმა განაცხადა, რომ მუმია აზიის ტერიტორიაზე მცხოვრებ ადამიანს არ ეკუთვნოდა, დაკრძალვის ცერემონიალს კი არაფერი საერთო არ აქვს ადგილობრივ ტრადიციებთან.
ეს ყოველივე გახდა მტკიცებულება იმისა, რომ ოდესღაც ჩინეთის ტერიტორიაზე ევროპული წარმოშობის ადამიანები ცხოვრობდნენ. სარკოფაგში აღმოჩენილი მუმიები ქრისტეს შობამდე 2000-დან 800 წლამდე თარიღდება. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მათი სახის ნაკვთები ევროპელი ადამიანის მონაცემებს ეკუთვნის.
თემასთან დაკავშირებული მასალები:
-
2017-01-16 19:16
-
2016-11-07 15:15
-
2016-11-07 13:00
-
2016-09-21 14:26