
ამერიკის პრეზიდენტი ბარაქ ობამა საკუთარ ადმინისტრაციას მოუწოდებს სწრაფად იმოქმედონ უკრაინის ხელისუფლების დასახმარებლად-ამის შესახებ რუსეთში ამერიკის საელჩოს ვებგვერდი იტყობინება.
ობამა მზადაა საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად დაიწყოს ადმინისტრაციამ საჩქარო ურთიერთქმედებები, მათ შორის სწრაფი ტექნიკური-ფინანსური დახმარების აღმოჩენის კუთხით.
"შემდგომში გავაგრძელებთ მჭიდრო კონსულტაციებს პარტნიორებთან და მოკავშირეებთან, უკრაინის ხელისუფლებასთან და საერთაშორისო სავალუტო ფონდთან იმისთვის, რომ ახალ ხელისუფლებას მნიშვნელოვანი დახმარება გავუწიოთ ფინანსური სტაბილურობის უზრუნველსაყოფად, აუცილებელი რეფორმების მხარდასაჭერად და იმისთვის, რომ უკრაინამ წარმატებული არჩევნები ჩაატაროს. ასევე, მხარი დავუჭიროთ უკრაინას დემოკრატიისკენ მომავლის გზაზე", – ნათქვამია ობამას გაცხადებაში.