
უკრაინის პრემიერმინისტრი არსენი იაცენიუკი აცხადებს, რომ რუსი სამხედროები ყირიმში პროვოკაციებს ახორციელებენ, რათა უკრაინის ტერიტორიაზე ყოფნის ლეგალიზება მოახდინონ.
მისი თქმით უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები პროვოკაციებს არ პასუხობენ და საკუთარ შტაბებსა და სამხედრო ნაწილებს იცავენ.
ამავდროულად გავრცელდა ინფორმაცია, რომ ყირიმელმა თათრებმა უკრაინელ სამხედროებს მხარდაჭერა გამოუცხადეს.
1000-ზე მეტი ყირიმელი თათარი ამ მიზნით საზღვაო ქვეითი ბატალიონის მხარდასაჭერად ქერჩში შეიკრიბა.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ეს სწორედ ის სამხედრო ნაწილია საიდანაც დღეს რუსულმა სპეცსამსახურებმა პროვოკაციის მოწყობა სცადეს და უარაღის წართმევას შეეცადნენ.
ინფორმაციის გავრცელებისთანავე ,ბატალიონის დისლოკაციის ადგილზე ყირიმელი თათრები გამოჩნდნენ და უკრაინელ სამხედრო მოსამსახურეებსა და შეიარაღებულ პირებს შორის ცოცხალ ფარად ჩადგნენ.