-
2014-03-02 16:29
უკრაინის მოქალაქეები რუსეთში გარბიან, -ამის შესახებ რუსეთის პირველი არხი იუწყება. უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე მდებარე შეგინის სასაზღვრო პუნქტის კადრების მიხედვით, სადაც მოქალაქეების რიგი დგას, რუსეთის პირველმა ტელეარხმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინიდან რუსეთში 140 ათასამდე მოქალაქე გარბის.
ამის დამადასტურებლად ტელეარხმა ლვოვის ოლქში, უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე მდებარე შეგინის სასაზღვრო პუნქტის კადრები მოიყვანა.
,,ტვ. როსია“ კი იუწყებოდა, რომ რუსეთის ტერიტორიაზე „უკრაინელი რადიკალები“ გადმოდიან და დივერსიებს აწყობენ, რაც მოგვიანებით სამართალდამცველებმა უარყვეს.