-
2014-03-02 15:50
რუსეთის სამხედრო ოპერაცია უკრაინაში გამოიწვევს რეგიონში დაძაბულობასა და ამერიკა-რუსეთის ურთიერთობები სერიოზულ გაუარესებას,- ამის შესახებ შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ განაცხადა.
კერი უკრაინას მხარდაჭერას ჰპირდება, მაგრამ თუ რა სახის იქნება ეს მხარდაჭერა არ დაუკონკრეტებია.
ამას ისიც ემატება, რომ აშშ-ს პარტნიორი თურქეთი შეშფოთებულია ყირიმელი თათრების ბედით.
"თუ რუსეთი არ გადადგამს კონკრეტულ ნაბიჯებს, რათა განმუხტონ დაძაბულობა, ეს სამხედრო ოპერაცია იქონიებს ღრმა ნეგატიურ გავლენას რუსულ ურთიერთობებზე საერთაშორისო საზოგადოებაში,“- აცხადებს კერი (,,ინტერფაქსი“).