
,,არა ომს!“ ამ მოწოდებით მოსკოვში თავდაცვის სამინისტროსთან უკრაინაში რუსული ჯარის შეყვანის მოწინააღმდეგეები შეიკრიბნენ.
რუსული მედიის ინფორმაციით, შენობასთან პროტესტი დაახლოებით 300 ადამიანმა გამოთქვა.
მათივე ინფორმაციით, სამინისტროსთან მათი შეკრება სანქცირებული არ იყო, მილიციამ 15 მონაწილეზე მეტი დააკავა.