
აშშ მზადაა, უკრაინას სამხედრო სახის დახმარება აღმოუჩინოს. ამის შესახებ აშშ–ის ატლანტიკური საბჭოს ვიცე–პრეზიდენტმა დეიმონ უილსონმა „ტვიტერზე“ დაწერა.
„აშშ–ის კონგრესი განიხილავს შესაძლებობას, უკრაინაში თავდაცვის მიზნით შეიარაღების მიწოდების შესახებ“, – წერს უილსონი.
შეგახსენებთ, მანამდე უილსონმა მსოფლიოს მოუწოდა, უარი თქვან სოჭში დაგეგმილ „დიდი რვიანის“ სამიტზე და „დიდი შვიდიანის“ ტრადიცია აღადგინონ.