-
2014-03-02 10:13
აშშ–ის ატლანტიკური საბჭოს ვიცე–პრეზიდენტი დეიმონ უილსონი „ტვიტერზე“ წერს, რომ ახლა საჭიროა, „2008 წლის მოვლენები გავიხსენოთ და ანერიკული სამხედრო თვითმფრინავებით უკრაინაში ჰუმანიტარული ტვირთი გავგზავნოთ“.
ამავე დროს, უილსონი გამოვიდა ინიციატივით, აღდგეს „დიდი შვიდიანი“ და სამიტი არა სოჭში, არამედ სხვა ადგილას დაინიშნოს. მისივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი დაბლოკავს გაეროს უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილებას უკრაინასთან დაკავშირებით, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის, როგორც კანდიდატის სტატუსი, უნდა შეჩერდეს.