
დიდი ბრიტანეთის შემდეგ კანადა მეორე სახელმწიფოა, რომელმაც ყირიმის ნახევარკუნძულზე რუსეთის ქმედებების გამო რუსეთიდან კანადის ელჩი გაიწვია.
დიპლომატიური პროტესტი ამით არ დასრულებულა: კანადის პრემიერმინისტრმა სტივენ ჰარპერმა განაცხადა, რომ კანადამ შეაჩერა სოჭში 2014 წლის ივნისში დაგეგმილ დიდი რვიანის სამიტზე კანადის სახელმწიფოს მხრიდან მოსამზადებელი სამუშაოები.
შეგახსენებთ, რომ ობამა–პუტინის სატელეფონო საუბრის შემდეგ აშშ–მა ასევე უარი თქვა სოჭის სამიტში მონაწილეობაზე.