
გაეროს გენერალური მდივანი პან გი მუნი რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს ტელეფონით ესაუბრა, რა დროსაც პუტინმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ რუსეთის აღმოსავლეთ უკრაინასა და ყირიმში ყველა ზომას მიიღებს რუსულენოვანი მოქალაქეების დასაცავად.
ამის შესახებ კრემლის პრესსამსახური იტყობინება და დასძენს, რომ ვლადიმირ პუტინმა ხაზი გაუსვა უკრაინაში კრიზისული სიტუაციის აღმოფხვრის აუცილებლობას.