-
2014-03-02 02:23
ჩეხეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, საგარეო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელი კარლ შვარცენბერგი აცხადებს, რომ ვლადიმირ პუტინი ისე იქცევა, როგორც 30–იან წლებში ჰიტლერი, რომელსაც თითქოსდა გერმანელების დაცვის მიზნით სხვა ქვეყანაში ჯარები შეჰყავდა.
"ჰიტლერი, როცა გასული საუკუნის 30–იან წლებში ჯარები შეჰყავდა სხვა ქვეყანაში, მუდამ აცხადებდა, რომ ამას აკეთებს იქაური გერმანელების დაცვის მიზნით. ზუსტად ასევე იქცევა ვლადიმირ პუტინიც", – განაცხადა დეპუტატმა.
შვარცენბერგის განცხადებით, თავისთავად ცხადია, რომ არავითარ დაცვას არ საჭიროებენ რუსეთის მოქალაქეები, რომლებსაც თავს არავინ ესხმის. მისი თქმით, ევროპელმა დიპლომატებმა მკაცრი პოზიცია უნდა დაიკავონ რუსეთის მიმართ.