-
2014-03-02 01:43
რუსეთის გადაწყვეტილება ყირიმის ნახევარკუნძულზე რუსეთის შეიარაღებული ძალების გამოყენებასთან დაკავშირებით გახდა მიზეზი ოფიციალური ლონდონის გადაწყვეტილებისა, გაეწვია რუსეთიდან დიდი ბრიტანეთის ელჩი.
ამასთან, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, რუსეთის შეიარაღებული ძალების შეყვანა ყირიმში საფრთხეს უქმნის უკრაინის სუვერენიტეტს.
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა უილიამ ჰეიგმა ლონდონში გამოიძახა რუსეთში დიდი ბრიტანეთის ელჩი, რათა შეშფოთება გამოხატოს ყირიმში რუსეთის არმიის პოტენციური შეჭრის გამო.