საქართველოს მესამე პრეზიდენტმა (20004–2013 წ.წ.) მიხეილ სააკაშვილმა CNN-ის ეთერში, ყირიმის ნახევარკუნძულზე მიმდინარე მოვლენები განიხილა.
სააკაშვილმა 2008 წელს საქართველოსთან რუსეთის ომი გაიხსენა და განაცხადა, რომ მაშინ შეუძლებელი გახდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვა.
ამასთან, მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ უკრაინის გადარჩენა ამ პირობებში ნატოს წევრ ქვეყნებს შეუძლიათ.