უკრაინის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ალექსანდრე ტურჩინოვი აცხადებს, რომ რუსეთი ყირიმში აფხაზეთის სცენარს ამზადებს.
„რუსეთის ფედერაცია ცდილობს, აფხაზეთის სცენარი გაითამაშოს. ყირიმელთა სიცოცხლის შენარჩუნების მიზნით ჩვენი არმია არ ჩაერთვება კონფლიქტში“, - წერს ის „ტვიტერზე“.