
„ჩვენს ქვეყანაში არის საკმაოდ ძლიერი სასულიერო ხელისუფლება, რომელიც მოწოდების სიმაღლეზე იყო მაშინ, როცა საერო ხელისუფლება საქმეს თავს ვერ ართმევდა“ - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გადაცემაში „რეაქცია“.
მან მოსახლეობას შეახსენა, რომ ქვეყანაში რთული პერიოდი დგას და მოუწოდა მათ აი დი ბარათის გარშემო ზედმეტ აჟიოტაჟს თავი აარიდონ.
„ჩიპს, რომელიც აიდი ბარათში დევს, მე სულელი ბარათი ვუწოდე, რომელიც საკმაოდ შეზღუდული მეხსიერების მქონეა და მხოლოდ ელემენტარულ ინფორმაციას იტევს“ - დაამატა წულუკიანმა.
მისივე თქმით, „თუ აიდი ბარათი საფრთხისშემცველად მიგვაჩნია, მაშინ გავაუქმოთ, ვთქვათ, მართვის მოწმობაც, რომელიც არანაკლებ ინფორმაციას იტევს და განვუდგეთ სახელმწიფოს და სისტემას“.
წულუკიანის სიტყვებით, აიდი ბარათი უზრუნველყოფს არჩევნების სამართლიანობას და გამორიცხავს მისი შედეგების გაყალბებას. „ამ ბარათს არ დაემატება ისეთი ინფორმაცია, რომელიც მასზე ხილულად არაა დატანილი“.