-
2014-02-28 23:07
,,9 წელი, რომ იმეორებს თუთიყუშივით, როდიდან გახდა კალაძე სააკაშვილის მტერი? ნახევარ ფასში მიწების ყიდვაზე უარი რომ უთხრა მაშინ - ეს არის სიმართლე.“
- განაცხადა თბილისი უფლებაშეჩერებულმა მერმა გიგი უგულავამ ვიცე პრემიერის კახა კალაძის განცხადებების პასუხად. უგულავა აცხადებს, რომ კალაძის კუთვნილ სასტუმრო „უშბაში“, სადაც დევნილები არიან შესახლებული, ყველაზე რთული პირობები იყო და ახლაც ასეა.
გიგი უგულავა მოუწოდებს კალაძეს, რომ მათთვის შეურაცხყოფის მიყენებას სჯობს ამ დევნილებს ან სხვა საცხოვრებელი მისცეს ან პირობები გაუუმჯობესოს. უგულავა ასევე მოუწოდებს საზოგადოებას დაინტერესდნენ, ვინ არის უჩა მამაცაშვილი. მან ამის შესახებ გადაცემის წამყვანსაც დაუსვა კითხვა.
მისი განცხადებით, მამაცაშვილი ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილია და ის საქართველოში არსებულ ყველა ბიზნესზე გავლენის მოპოვებას ცდილობს.
,,რა სტატუსით დაჰყვება მამაცაშვილი სამუშაო შეხვედრებზე ყაზახეთში და ა.შ. ოფიციალური ვიზიტებისას? მამაცაშვილი ახდენს წინასაარჩევნო თანხების მობილიზებას.
აქვე გეტყვით, რომ უჩა მამაცაშვილის დის ქმარი დაინიშნა სოფლის მეურნების მინისტრის მოადგილედ. ეს არ არის ნეპოტიზმი?“- განაცხადა უგულავამ.