-
2014-02-28 23:00
„მე აიდი ბარათში ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ, მაგრამ არსებობს ხალხი, რომელიც სხვანაირად ფიქრობს და, ჩემი აზრით, მათ ალტერნატივის შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს.“ - განაცხადა კოალიცია ,,ქართული ოცნების“ წევრმა დავით ზურაბიშვილმა.
მისი თქმით, ,,ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო პროგრამაში აიდი ბარათის გაუქმების შესახებ არაფერი ეწერა.
ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ნორმალურ სახელმწიფოში მოქალაქეს არჩევანის საშუალება უნდა ჰქონდეს.
„არ აქვს მნიშვნელობა ასი ათასია წინააღმდეგი თუ ათი ათასი, მათ უნდა ჰქონდეთ იმის შესაძლებლობა, სხვა გზა აირჩიონ“ - დაამატა ზურაბიშვილმა გადაცემა ,,რეაქციაში“ საუბრისას.