
თბილისის უფლებამოსილებაშეჩერებულმა მერმა, „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „პოზიცია“ კახი კალაძეს ენერგეტიკაში არსებული პრობლემებით დაკავებისკენ მოუწოდა:
“კალაძე თვალების ღაპუნს შეეშვას და ენერგეტიკას მიხედოს, მისგან მორალის კითხვა უხერხულია, ეს ადამიანი მახსოვს ცხრა წლიდან 6 წელიწადი რას აკეთებდა და ეს ყველამ კარგად იცის.
ხელისუფლებასთან განაწყენების მიზეზი იყო ის, რომ ნახევარ ფასში მიწების ყიდვაზე უარი უთხრა, სხვა შემთხვევაში, მე კარგად მახსოვს, ვის გვერდით იდგა და რა დათირამბებით იყო დაკავებული“, - განაცხადა გიგი უგულავამ.