
„რა კონტროლზეა საუბარი, თუკი მოინდომეს, აბსოლუტურად ყველაფრით შეიძლება, გაგაკონტროლონ“ - განაცხადა სოფო ნიკოლაიშვილმა გადაცემაში „რეაქცია“, აი დი ბარათებზე მსჯელობისას.
მისი თქმით, აი დი ბარათი აბსოლუტუტად უსაფრთხოა და თავადაც გამოიყენებს.
„წმინდა სინოდმა აღიარა, რომ აი დი ბარათი არაა სახიფათო, მე მინდა, ვიყო თანამედროვე სახელმწიფოს მოქალაქე და არა გაურკვეველი წარმონაქმნის ნაწილი“. - დაამატა ნიკოლაიშვილმა.