
დავით ზურაბიშვილმა გადაცემაში „რეაქცია“ განაცხადა, რომ მამა გაბრიელის გადმოსვენების დღეს საშვების გაცემა საჭირო არ იყო.
რესპუბლიკური პარტიის წევრს მამა გაბრიელის წმინდა ნაწილების სანახავად საშვის საჭიროება ზედმეტად მიიჩნია: „ჩემი აზრით, ერსა და წმინდანს შორის მთავრობა არ უნდა ერეოდეს“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.
იმავე თემაზე უფლებადამცველმა გედევან ფოფხაძემ განაცხადა, რომ საშვები ყოვლად მიუღებელია:
„ვინც უკანასკნელი მივა, იმაზე უფრო მეტი მადლი გადმოვა, ვიდრე იმაზე, ვინც პირველი მივა“ - თქვა გედევან ფოფხაძემ და დაამატა, რომ აჩქარება საჭირო არ იყო და ხელისუფლებას უნდა მოეცადა, სანამ საზოგადოება საკუთარ ემოციურ მოთხოვნილებებს დაიკმაყოფილებდა.