კალაძე: ოპოზიციას საკმარისი დრო ჰქონდა ბოდიშის მოსახდელად, მაგრამ ეს არ გააკეთა

Image

,,მიუხედავად მაქსიმალური თავშეკავებისა, რასაც ინარჩუნებდა კოაბიტაციის დროს და დღემდე ინარჩუნებს კოალიცია პოლიტიკურად გაკოტრებული ნაცმოძრაობის მიმართ, ამ ადამიანების დემაგოგიას ბოლო არ უჩანს.

-

ამის შესახებ ვიცე პრემიერმა და ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ „არჩევანში“ განაცხადა და დაამატა, რომ „მათ უტიფარი დემაგოგიური სტილი დაამაკვიდრეს“.

 

როგორც კალაძემ აღნიშნა, მოვიდა დრო პოლიტიკური გემოვნება გადავიდეს ახალ საფეხურზე. თუმცა მისი თქმით, ძველმა ხელისფულებამ ვერ შეაფასა, თუ რა დემოკრატიული ვითარებაა ქვეყანაში და ვერ ჩამოყალიბდნენ ნორმალურ პარტიად, რომელიც გაუწევდა ოპონირებას მმართველ გუნდს.

 

კალაძემ აღნიშნა, რომ მისი განცხადება, სადაც ის ყოფილ მმართველ გუნდს აკრიტიკებდა, სამართლიანი იყო. მინისტრი აცხადებს, რომ ისინი ვერ თანამშრომლობენ ოპოზიციასთან, რადგან თუნდაც რუსეთთან მიმართებაში ,,ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს ხისტი პოლიტიკის წარმოების სურვილი.

 

,,მათი აზრით, ჩვენ უნდა გვქონდეს აგრესიული რიტორიკა რუსეთთან, როგორიც ჰქონდათ მათ 9 წლის განმავლობაში. ხომ დავინახეთ, სად მივგვიყვანა იმ აგრესიულმა რიტორიკამ. აგრესიული რიტორიკა არ არის გამოსავალი.“- განაცხადა კალაძემ.

 

მისივე თქმით, როდესაც პრემიერი იმყოფებოდა ბრიუსელსა და მიუნჰენში, უცხოელი პარტნიორები სწორედ იმას ურჩევდნენ , რომ, საქართველომ უნდა შესძლოს დიალოგის წარმოება რუსეთთან.

 

კალაძე ფიქრობს, რომ ოპოზიციას საკმარისი დრო ჰქონდა ბოდიში მოეხადა საზოგადოებისათვის და ნორმალურ პოლტიკურ პარტიად ჩამოყალიბებულიყვნენ, თუმცა, მათ ეს არ გააკეთეს.

 

მინისტრმა თვითმართველობის არჩევნებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ რთული არჩევნები ელოდება კოალიციას, თუმცა ნათლად ჩანს რომ გაიმარჯვებს ,,ქართული ოცნება“.

 

,,ეს არჩევნები რთული იქნება, სრულიად განსხვავებული იქნება საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებისგან. დარწმუნებული ვარ ,,ქართული ოცნება“ დადებს მნიშვნელოვან შედეგს, რომელიც ჩვენი გამარჯვებით დასრულდება,“- განაცხადა კალაძემ.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

დღის რომელ მონაკვეთში უსმენთ რადიოს ყველაზე ხშირად?