
თბილისის "დინამოსა" და ბოლნისი "სიონის" საფეხბურთო კლუბების შეხვედრას "დინამო არენაზე" კურიოზის გარეშე არ ჩაუვლია.
ისეთი სათამაშო ეპიზოდის შემდეგ, რომლის შემდეგაც, საყოველთაოდ მიღებული დაუწერელი წესის თანახმად, "დინამოს" ბურთი "სიონისთვის" უნდა დაებრუნებინა, თბილისელთა კლუბის ფეხბურთელი ასეც მოიქცა: დაახლოებით მოედნის ცენტრიდან ბურთი "სიონის" კარისკენ გაგზავნა იმ გაანგარიშებით, რომ მას მეკარე დაეუფლებოდა და თამაშში შეიყვანდა, ანუ, ბურთი ბოლნისელებს დარჩებოდათ.
თუმცა, იმის გამო, რომ მეკარე წინ იყო გამოსული და მაღალ ბურთს ვერ შესწვდა, "სიონის" კარში გოლი გავიდა, რაც მსაჯმა, ბუნებრივია, ჩათვალა. ცენტრიდან თამაშის განახლების შემდეგ "დინამოს" ფეხბურთელებმა "სიონს" ხელი არ შეუშალეს, კარებთან მიუშვეს და ანგარიში გაათანაბრებინეს, რითაც უნებლიედ გატანილი გოლი გაიქვითა.
ამის შემდეგ გუნდები ნამდვილ ბრძოლაში ჩაებნენ და "სიონმა" გამარჯვების გოლის გატანა მოახერხა. მატჩი სტუმრების გამარჯვებით დასრულდა.
ვიდეოს სანახავად დააკლიკეთ ფანჯარას შესაბამისი წარწერით