პირველი რესპუბლიკის მოედანზე მყოფმა ბიზნესმენი ლევან ვასაძე ამბობს, რომ ' სანამ კაცები არიან საქართველოში,
პრაიდს არ ჩატარდება.
"მივესალმე აქ შეკრებილ საზოგადოებას. ახლა კი, მივდივარ ვერის ბაღში. ჩვენ არასდროს ჩავატარებინებთ
პრაიდს, ესენი რამდენიც კომპიუტერს მიუჯდებიან და კუკუ-დამალობანას თამაშობენ, ჩვენ მაინც არ დავიღლებით
არასოდეს, უკუნითი უკუნისამდე, სანამ კაცები არიან საქართველოში, ჩვენ პრაიდს არ ჩავატარებინებთ“, -
განაცხადა ვასაძემ.
რესპუბლიკის მოედანზე სასულიერო პირების და მოქალაქეების ნაწილი შეიკრიბა. ისინი „ღირსების მარშის“
ჩატარებას აპროტესტებენ.
ფოტო: TV1