"ეს არ არის ივანიშვილის ქვეყანა, ეს თქვენი ქვეყანაა" - ლევან ბერძენიშვილი ახალგაზრდებს

Image

"ეს არ არის ივანიშვილის ქვეყანა, ეს თქვენი ქვეყანაა" -  პარტია „რესპუბლიკელების“ დამფუძნებელი, ყოფილი დეპუტატი ლევან ბერძენიშვილი ახალგაზრდებს.

 

„ჩემო საყვარელო, ძვირფასო ახალგაზრდებო, მოგმართავთ მე, კაცი, რომელსაც თქვენ ძალიან უყვარხართ. თანამედროვე საქართველოს ისტორიაში ორი უმნიშვნელოვანესი დღეა, ერთი უპირველს ყოვლისა, არის 9 აპრილი, როცა ეს ქვეყანა დაიბადა, როგორც დამოუკიდებელი ქვეყანა, როცა ქვეყანამ მსოფლიო რუკაზე თავისი ფერი შეიძინა. ახლა არის მეორე უმნიშვნელოვანესი დღე საქართველოს ისტორიაში – 20 ივნისი, როცა გაირკვა რისთვის დაიბადა ეს ქვეყანა. ის დაიბადა იმისთვის, რომ მასში თქვენ, თავისუფალი ადამიანები ცხოვრობდნენ, რომელთაც უყვართ იგი, რომლებიც დაიცავენ მის ღირსებას. საქართველოს ისტორიაში არ ყოფილა არც ერთი დღე, არც ერთი წამი, როცა მისი შვილები არ იბრძოდნენ მისი თავისუფლებისთვის.

მე-20 საუკუნეში, როცა 3 წლით მოვიპოვეთ და უზარმაზარი დროით დავკარგეთ დამოუკიდებლობა, საშინელ ქვეყანაში, საბჭოთა კავშირში იყო ჩვენი წინაპრებისა და ჩვენი მორიგეობის ხანა. ჩვენ, ჩვენი მორიგეობა მოვიხადეთ, როგორც მორიგეობა და თქვენ ჩაგაბარეთ ეს ქვეყანა, მაგრამ ჩვენ არსად არ მივდივართ, ჩვენ თქვენთან ერთად ვიბრძვით. როცა ერთად ბრძოლაში ვართ, კარგად გვესმის, რომ ახლა უპირველეს ყოფლისა, თქვენი დროა, თქვენ ყოველდღე მოდიხართ აქ, როგორც სამსახურში, თქვენი ქვეყნის სამსახურში. თქვენ ხართ თავისუფალი თაობა, დაბადებული თავისუფალ ქვეყანაში, რომელიც ბოროტებას ეუბნება – არას, მონობას ეუბნება – არას. ეს არ არის ივანიშვილის ქვეყანა, ეს არ არის გახარიას ქვეყანა, ეს არც სამარცხვინო პარლამენტარებისა და უწიგნური მინისტრების ქვეყანაა. ეს თქვენი ქვეყანაა, ეს ჩვენი ქვეყანაა, ეს რუსთაველის ქვეყანაა, ეს ბარათაშვილის ქვეყანაა. ჩვენ თავისუფლებას ვერავინ ვერ დაგვითრგუნავს, ვერავითარი მეფე, ვერავითარი ბიძინა ივანიშვილი, ვერავითარი გახარია, ვერავითარი საქართველოს უდღეური მთავრობა, რომლის პრემიერ-მინისტრის ხსენებაც არავის უნდა. საქართველს არ ეკადრება ასეთი ხელისუფლება, რომელიც საკუთარი ქვეყნის ღირსების დასაცავად გამოსულ ახალგაზრდებს არბევს, ტყვიებს უშენს და თვალებს თხრის. ჩვენ არ ვაპატიებთ ხელისუფლებას ამ დანაშაულს და სანამ სული გვიდგას, ჩვენ არ დავნებდებით, თქვენ არ დანებდებით და ბოროტებას ერთად ვეტყვით – „წადი, წადი, წადი!“ – აცხადებს ახალგაზრდებისთვის მიმართვაში ლევან ბერძენიშვილი.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !