
ლიტველ ბიზნესმენს საულუს ვაიტკიავიჩუს საქალაქო სასამართლომ აღმკვეთი ღონოსძიება არ შუფარდა და დარბაზიდან გაათავისუფლა.
სასამართლომ არ დააკმაყოფილა პროკურატურის შუმადგომლობა რომელიც ბიზნესმენისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა.
ბრალდების მხარე ლიტველ ბიზნესმენს 2 მილიონ დოლარამდე თანხის მითვისებას ედავება, კომპანია „კავკასუს ელექტრო მარკეტისაგან“ რომლის დირექტორიც ლიტველი ბიზნესმენია.
პროკურატურა ასევე აპელირებდა იმაზე, რომ ბიზმენსმენი თბილისის აეროპორტში დაააკავეს და მას უკან დასაბრუნებელი ბილეთი არ ჰქონდა რაც ბადებდა ეჭვს, რომ იგი საქართველოში აღარ დაბრუნდებოდა. აღნიშნულის საპასუხოდ ლიტველმა ბიზნესმენმა განაცხადა, რომ ის კიევში სპორტულ ღონისძიებაზე დასასწრებად მიდიოდა და უკან დასაბრუნებელი ბილეთი იმის გამო არ ჰქონდა, რომ მოსალოდნელი ამინდის შესახებ არ ჰქონდა ინფორმაცია.
ბიზნესმენის ადვოკატებმა განაცხადეს, რომ „კავაკასუს ელექტრო მარკეტის“ საქმესთან დაკავშირებით, მიმდინარეობს სამოქალაქო დავა და აღნიშნული საკითხი სისხლის სამართლის კატოგორიას არ განეკუთვნება.
ადვოკატმა დავით კიკაიძემ აღნიშნა, რომ ეს დავა მისი კლიენტის სასარგებლოდ გადაწყვიტა საქალაქო სასამართლომ და საქმე სააპელაციო სასამართლოში გრძელდება.
ლიტველი ბიზნესმენი საულუს ვაიტკიავიჩუსი საქართველოს ბალტიის ქვეყნების სავაჭრო სამრეწველო პალატის დირექტორია.
ვაიტკიავიჩუსი ასევე საქართველოში სხვადასხვა კომპანიების წილების მფლობელია. სავაჭრო ცენტრ „პოპულისა“ და „იოლის“ ქსელი მან ახლო წარსულში გაასხვისა. ლიტველ ბიზნესმენს სასამართლოს დასრულების შემდეგ კომენტარი არ გაუკეთებია.