-
2019-05-24 17:20
შიმშილობის მე-8 დღე - გაფიცული მაღაროელები პროტესტს ისევ აგრძელებენ. უკვე ერთ კვირაა ჭიათურაში გაჩერებულია ყველა მაღარო და სამსახურში გასვლაზე უარს ამბობს სამი ათასზე მეტი დასაქმებული.
ისინი ხელფასის მატებას, სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. ასევე ქალაქში მანგანუმით დატვირთული ავტომობილების გადაადგილების აკრძალვას, რაც ეკოლოგიურ საფრთხეს უქმნის მუნიციპალიტეტს.
პარალელურად გაფიცულები უკვე გააფრთხილა დამსაქმებელმა კომპანიამ "ჯორჯიან მანგანეზმა". მათ შესაძლოა შრომით ხელშეკრულებები შეუჩერდეთ.