
7 თვის ჩვილის მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწოვან დედას, პატიმრობა შეეფარდა.
გადაწყვეტილება გორის რაიონულმა სასამართლომ რამდენიმე წუთის წინ მიიღო. დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობა ბრალდების მხარემ დააყენა. დაკავებული დუმილის უფლებას იყენებს.
„სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის არგუმენტები რატომ უნდა ყოფილიყო ბრალდებულისთვის პატიმრობა გამოყენებული. შესაბამისად შეუფარდა პატიმრობა და კანონით დადგენილ ვადაში განისაზღვრა წინასასამართლო სხდომა. ბრალდებულმა პროცესზე დააფიქსირა, რომ იყენებს დუმილის უფლებას,“-განაცხადა პროკურორმა ნანა გუგუტიშვილმა.
რაც შეეხება გუშინ, შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ბრალდებული დანაშაულს აღიარებს, პროკურორი აცხადებს, რომ არასრულწლოვანია დედამ გარკვეული ინფორმაცია მიაწოდა გამოძიებას, თუმცა ბრალდებულად ცნობისთანავემან ისარგებლა დუმილის უფლებით.
პროკურატურის შუამდგომლობას პატიმრობის შეფარდების შესახებ დაეთანხმა დაცვის მხარე. ადვოკატს აღკვეთის ღონისძიებად გირაოს შეფარდება არ მოუთხოვია.