კორუფცია, ნეპოტიზმი, ივანიშვილის მიერ სახელმწიფო ინსტიტუტების ხელში ჩაგდება - "ჩეთემ ჰაუსის" უმწვავესი ანგარიში

Image

"ჩეთემ ჰაუსის" უმწვავესი ანგარიში - დოკუმენტში საუბარია საქართველოში კორუფციაზე, ნეპოტიზმზე, ბიძინა ივანიშვილის და მისი კლანის მიერ სახელმწიფო ინსტიტუტების ხელში ჩაგდებაზე.

 

 

კვლევის დახურულ განხილვაზე მიწვეულები იყვნენ ექსპერტები, ევროპარლამენტის, ევროკომისიის, ევროპული საბჭოს წარმომადგენლები და მრჩეველი. მათ „ჩეთემ ჰაუსის“ ანალიტიკოსმა, კრისტინა გერასიმოვმა წარუდგინა კვლევა, თუ როგორ შეიცვალა და განახლდა პოლიტიკური ელიტები საქართველოში, უკრაინასა და მოლდოვაში.

საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში ასევე განხილულია ე.წ. ძველი გვარდიის მმართველობის სტილი, რომელმაც ქვეყანაში ვარდების რევოლუციის შემდეგ გამქრალი კორუფცია და ნეპოტიზმი ისევ უკან დააბრუნა. 

 

"ჩეთმ ჰაუსის" დასკვნაში ასევე ნათქვამია, რომ ბიძინა ივანიშვილის მთავრობა აქტიურად იყენებს კონტროლირებად მედიას, ოპონენტების წინააღმდეგ პროპაგანდის და ყალბი ახალი ამბებისთვის.

კვლევის ავტორი ამბობს, რომ, როცა ქვეყნის მმართველი საკუთარ ინტერესებს სახელმწიფო ინტერესებზე მაღლა აყენებს, ეს სახელმწიფო ინსტიტუტებს და მთლიანად ქვეყანას უკიდურესად ასუსტებს.

„მედია მონოპოლია ძველი გვარდიისთვის ჩვეულებრივი აქტივია. ქვეყნის მედიაზე დომინირება საშუალებას აძლევთ, მათ საკუთარი პოლიტიკური ნარატივი წინა პლანზე დააყენონ და ძირი გამოითხარონ ოპონენტებს ტრადიციული პროპაგანდით და ყალბი ახალი ამბებითაც კი. საქართველოში ივანიშვილი მნიშვნელოვან მედია აქტივებს ფლობს. "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" მიხედვით, რთულია მედია ორგანიზაციების ჩათვლით ყველა ბიზნესის დადგენა, რომელიც ყოფილ პრემიერს და მისი ოჯახის წევრებს ეკუთვნით, რადგან ხშირ შემთხვევაში ეკუთვნით ოფშორულ იურიდიულ პირებს და მართავენ ნომინალური დირექტორები ან ნათესავები, როგორც, მაგალითად, ყოფილი პრემიერის დისშვილი კობა კობიაშვილია.

"მოლდოვაში პრეზიდენტი დოდონი და ვლადიმერ პლახოტნიუკი აკონტროლებენ ქვეყნის მედიას, უკრაინაში ტელერადიო და ბეჭდური მედიის დიდი ნაწილი 6 პირის ხელშია. მაგნატები, მათ შორის პეტრო პოროშენკო, იგორ კოლომოისკი, დიმიტრი ფირტაში, ვიქტორ პინჩუკი და რინატ ახმეტოვი უკრაინაში 10 ყველაზე პოპულარულ ტელეარხს ფლობენ, რომელსაც იყენებენ პოლიტიკური პარტიების ან კანდიდატების სასარგებლოდ განსაკუთრებით საარჩევნო კამპანიების დროს,“- აღნიშნულია დოკუმენტში.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !