
გორის რაიონის სოფელ დიცში ე.წ. პირობითი საზღვარი რუსმა მესაზღვრეებმა 300 მეტრით გადმოწიეს.
რუსმა მესაზღვრეებმა შიდა ქართლის რამდენიმე სოფელში ე.წ . სადემარკაციო სამუშაოები დაიწყეს. ტექნიკის დახმარებით მიმდინარეობს ბოძების ჩაყრა, მოგვიანებით უკვე მავრთულხლართების გაბმის პროცესი დაიწყება. ადგილობრივები შიშობენ, რომ შეასძლოა ე.წ. საზღვრის მიღმა საკარმიდამო მიწები, ეზოები და სასაფლაოების ნაწილიც კი აღმოჩნდეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ე.წ. საზღვრის გადმოწევის ფაქტს ადასტურებს. ანალიტიკური დეპარტამენტის წარმომადგენლის განცახდებით, ფაქტის შესახებ ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას შეატყობინებენ. " შსს ადასტურებს სოფელ დიცის მიმდებარე ტერიტორიაზე მავრთულხლართების ინსტალაციის ფაქტს რუსი მესაზღვრეების მხრიდან, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით სამინისტროს პოზიცია არის ის, რომ ეს არის ყოვლად უკანონო ქმედება რუსი მესაზღვრეების მხრიდან , ამ პრობლემასთან დაკავშირებით სამიანისტრო აუცილებლად დააყენებს საკითხს 31 მაისის ინციდენტებისა და მასზე რეაგირების მექანიზმის ჯგუფის შეხვედრებზე, ივნისის ბოლოს არის ჩანიშნული ჟენევის დისკუსიები და აღნიშნულო პრობლემასთან დაკავშირებით აუცილებლად ვისაუბრებთ. სამიანისტრო ყოველ ღონეს ხმარობს, რომ მსგავსი ფაქტები მიაწოდოს საერთაშორისო ორგანოზაციებს," - განაცხადა კახა ქემოკლიძემ.