-
2019-04-27 14:48
HBO და Universal Pictures-ი საქართველოში კინოგადაღებებისთვის ადგილებს ეძებენ.
ვიზიტის მიზანი კინოგადაღებების კუთხით ქვეყნის პოტენციალის შესწავლაა. დელეგაციის სტუმრობა „გადაიღე
საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში დაიგეგმა. კინომწარმოებლები ქვეყნის სხვადასხვა კუთხეებს 25 აპრილიდან 1
მაისამდე ესტუმრებიან. იგეგმება მათი ბათუმში, ჭიათურაში, თბილისში, უფლისციხეში , ციხისძირსა და რუსთავში
ვიზიტი.
HBO ამერიკული საკაბელო სატელევიზიო არხების ქსელიa. HBO-ს ეთერში გადის ორიგინალური სატელევიზიო
პროგრამები,ფილმები და საკუთარი წარმოების სერიალები.
"Universal Pictures" ამერიკული კინოსტუდიაა,რომელიც 1912 წელს დაარსდა.
მარიამ ნებიერიძე