-
2019-04-26 17:24
დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმა აღდგომის შემდეგ, სასულიერო პირის გათავისუფლების მოთხოვნით, მრავალრიცხოვან აქციებს აანონსებს.
თორნიკე მამალაძე ამ ფორმით პრეზიდენტის გადაწყვეტილებას გააპროტესტებს, რომლის მიხედვითაც სალომე ზურაბიშვილმა მამა გიორგი მამალაძე არ შეიწყალა.
თორნიკე მამალაძის თქმით, საპატრიარქოს ჰქონდა ყველა საშუალება, რომ პრეზიდენტის შეწყალების აქტი დეკანოზსაც შეხებოდა და ის აღდგომას სახლში შეხვედროდა.
თორნიკე მამალაძე კარვების აქციებს საპატრიარქოს გარდა მთავრობის ადმინისტრაციასთანაც გამართავს. ის დარწმუნებულია, რომ მთავრობა და საპატრიარქო პატიმარი დეკანოზის წინააღმდეგ შეთანხმებულად მოქმედებენ.
თემასთან დაკავშირებული მასალები:
-
2016-09-18 10:04
-
2016-05-18 22:27
-
2016-04-18 01:30
-
2016-02-08 13:30