„მეორე კლიპს ჩემს დაწერილ სიმღერაზე გადავიღებ“-ნუცა ბუზალაძე

Image

გადაცემა „სტუმრად ნინოსთან“ , ყოველ ოთხშაბათს ცნობილ და ყველასთვის საყვარელ

მომღერლებს მასპინძლობს.

 

 

ამ ჯერად გადაცემას ნუცა ბუზალაძე ეწვია და წამყვანთან ერთად ბევრ საინტერესო თემაზე

ისაუბრა.

 

58378819_2897726670252563_9104426482414911488_n.jpg

 

ნუცამ რამდენიმე დღის წინ ახალი სიმღერისა და ამ სიმღერაზე გადაღებული პირველი ვიდეო

რგოლის პრეზენტაცია გამართა. გადაცემის დასაწყისშივე მასზე მუშაობის პროცესზე უფრო

დაწვრილებით გვიამბო: „დავიწყებ იქედან, რომ გამოვუშვი ახალი ალმომი „ნუცა22“. ეს რიცხვი

ჩემთვის სიმბოლური აღმოჩნდა,ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ახალ ეტაპზე გადავედი,

მთლიანად ჩავერთე შემოქმედებით პროცესში, „ნუცა 22 „_ში სხვა ნამუშევრებთან ერთად

შევიდა ჩემი დაწერილი სიმღერებიც.  დავდიოდი სტუდიაში, ვმუშაობდი მუსიკოსებთან და ეს

ყველაფერი ჩემთვის სასიამოვნო იყო.

 

პირველ ალბომზე მუშაობა ზაფხულში დაიწყო, ბევრი იშრომა, თუმცა განსაკუთრებულად

მსმენელის შეფასებებს ელოდებოდა,  თვლის, რომ მომღერლისთვის ყველაზე დიდი

ბედნიერებაა, როცა მათ შენი ნამუშევარი მოსწონს:“ მთელი ცხოვრება მინდოდა, მქონოდა

სიმღერა, რომელიც ჩემთან და ჩემს შემოქმედებასთნ იქნებოდა ასოცირებული, „გელოდები“

რუსა მორჩილაძემ დამიწერა, ძალიან დიდი სურვილი მქონდა კლიპი ქართულ სიმღერაზე

გადამეღო და მიხარია, რომ გამომივიდა.

 

სურს,რომ მსმენელმა თავისი შემოქმედება საქართველოს ფარგლებს გარეთაც გაიცნოს , ამიტომ

გეგმავს ,რომ მეორე კლიპი თავის დაწერილ სიმღერაზე გადაიღოს:“ისეთი კლიპი მინდა,

რომელშიც თავს თავისუფლად ვიგრძნობ, იქნება ცეკვა და დადებითი განწყობა, რაც მთავარია

მომდევნო ნამუშევარი პირველისგან რადიკალურად განსხვავებული იქნება“

 

მომღერალს დიდი სურვილი აქვს, რომ ქართველი შემსრულებლებით უცხოელი პროდიუსე

რებიც დაინტერესდნენ ,თუმცა ამბობს,რომ კარგი შემოთავაზების მიღება მათი მხრიდან ,

მარტივი არ არის, ამისათვის ბევრი უნდა იშრომო ,რათა შენი ხმა მათაც მიწვდეთ:“ხშირად

მეუბნებიან ხოლმე, ამერიკაში რატო არ მიდიხარო, ამაზე ცოტა არ იყოს, ვბრაზდები, არ მესმის,

ყოველგვარი შემოთავაზების გარეშე რატომ უნდა წავიდე და რესტორანში ვიმღერო, ყველაფრი

სთვის შრომაა საჭირო, მის გარეშე არაფერი გამოდის. შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ სულ

ვიცოდი, როგორი ცხოვრება უნდა მქონოდა და ზუსტად ვიცოდი, რომ ამისთვის ბევრი

შრომა დამჭირდებოდა“

 

ნუცა წელს კონსერვატორიაში აბარებს, გადატვირთული რეჟიმიდან გამომდინარე, ცოტა ხნით

დასვენება დუბაიში გადაწყვიტა:“ეს ბოლო პერიოდი ძალიან გადავიღალე, ამასთან ვაბარებ

კონსერვატორიაში და ძალიან ვნერვიულობ,  მინდა სწავლა ჯაზის ხელოვნების განხით

დავიწყო. ჩემი ოცნებაა, ისე კარგად ვიცოდე სოლფეჯიო, რომ ჩემს სიმღერებს თავად გავუკეთო

არანჟირება. დუბაის რაც შეეხება, მართლაც კარგად დავისვენე .“

 

თვლის, რომ მუსიკალურ სფეროში ჯანსაღი კონკურენციის არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია:

„ვფიქრობ, ეს ყველასთვის კარგი იქნება, ქართველ მომღერლებს მოტივაცია გაუმჯობესდებათ .

რასაც ვაკეთებ, მარტო ჩემი თავისთვის არ ვშრომობ, მინდა  სხვებსაც მოუნდეთ  სიახლეების

კეთება“

 

მომღერალი ბოლო პერიოდი განსაკუთრებულად კარგ ფორმაშია, ეს კი ,როგორც ამბობს,

ვარჯიშის და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამსახურებაა:“ვიყავი ათი კილოთი, მეტი, ვიდრე ახლა

ვარ, თუმცა კომპლექსი არ მქონდა, სარკეში რომ ჩავიხედავდი, ჩემ თავი სასურველ ფორმაში

წარმომედგინა, ის სტილი, რაც მინდოდა სცენაზე მქონოდა, არ მიხდებოდა. მუშაობა ბოქსით

დავიწყე, ძალიან მომეწონა, ვარჯიშიდან რომ დამოდიხარ, სულ სხვა ადამიანი ხდები და უფრო

მეტი მოტივაცია გაქვს, ყველას ვურჩევ, არაჯანსაღ დიეტებს თავი აარიდონ და ივარჯიშონ“

 

ნინო ჩხეიძის საავტორო გადაცემა „სტუმრად ნინოსთან“ ყოველ ოთხშაბათს, 19:00 საათზე,

რადიო „დარდიმანდისა“ და რადიო „აფხაზეთის ხმის“ პირდაპირ ეთერში გადის.

 

 მარიამ ნებიერიძე

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

რედაქტორის რჩევით

ნინი ქარსელაძე: „მამა, მაპატიე, რომ შენი ყველაზე დიდი სურვილის ასრულება ვერ მოვასწარი...“

2019-07-17 12:43
 მომღერალი  გარდაცვლილ მამას, ემოციური პოსტით გამოემშვიდობა. 

გუშინ მშენებლობაზე გარდაცვლილი მუშა 16 წლის იყო

2019-07-17 11:42
თბილისში, დოლაბაურის ქუჩაზე გარდაცვლილი მუშა, 16 წლის გიორგი ბეშკენაძეა. 

ლავროვი: თუ საქართველო საფრთხეებს აღკვეთს, რუსეთის ზომები გადაიხედება

2019-07-17 11:32
თუ საქართველო საფრთხეებს აღკვეთს, რუსეთის ზომები გადაიხედება.

ივანიშვილთან მხოლოდ ერთ შემთხვევაში ვითანამშრომლებ თუ საქართველოს მარსიანელები შემოესევიან - გიგი უგულავა

2019-07-17 00:33
ივანიშვილთან მხოლოდ ერთ შემთხვევაში ვითანამშრომლებ თუ საქართველოს მარსიანელები შემოესევიან.
რჩეული ვიდეოები

"მედიაფოკუსი მშვიდობაზე" - პირველი გადაცემა

2018-09-23 19:03
‘’სამოქალაქო განვითარების საერთაშორისო ქსელმა’’ (INCD) 2018 წლის 1 აგვისტოს კანადის მთავრობის...

ნათელაშვილი: სადაც გაგიჭირდებათ, ყველგან გუგავა მოვა...

2017-09-14 16:31
საქართველოს მთავარმა ლეიბორისტმა დღეს თბილისის მერობის კანდიდატად გიორგი გუგავა წარადგინა და...

ხუხაშვილი: სააკაშვილი კრიზისების ლიდერია, პოროშენკომ გაიჩალიჩა(ვიდეო)

2017-09-14 13:56
"მიხეილ სააკაშვილი კრიზისული ლიდერია, მთელი მისი ბიოგრაფია ამას ცხადყოფს, ასე რომ, პოროშენკომ...

ჟირინოვსკი: ქართველებს ენერგეტიკა აქვთ აქტიურობის - სააკაშვილი პოროშენკოსაც ჩააჩოჩებს და ავაკოვსაც

2017-09-14 02:39
რუსეთის მთავარი ლიბერალ-დემოკრატი ვლადიმირ ჟირინოვსკი რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიის პირველ არხზე...

გამოკითხვა

2018 წელს ხელისუფლების საქმიანობას შევაფასებდი:

დადებითად - 33.3%
უარყოფითად - 50%
საშუალოდ - 16.7%
ხმების რაოდნობა: 6
ხმის მიცემა შეწყვეტილია !

ვალუტა

1
EUR
 - 
3.2107
0.0103
100
RUB
 - 
4.5529
0.0067
1
USD
 - 
2.8608
0.0053

გუშინ:

ჰიტები:667 უნიკალური:541

მიმდინარე:

ჰიტები:284 უნიკალური:212